- ივნისი 08, 2026
ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა
- ივნისი 26, 2025
- , პოლიტიკა
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. წყარო: ინფო იმერეთი