შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭოგნარზე _ მიკროავტობუსი 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა


ავტოსაგზაო შემთხვევა ჭოგნარზე _ მიკროავტობუსი 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ჭორგნარში. სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსს" შეატყობინა, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია. "დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალმომხდარია და, ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან", _ უთხრეს "გურია ნიუსს". მოგვიანებით "გურია ნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ. უწყების ცნობით, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია