შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა


ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, მანქანა ადგილობრივ მკვიდრს დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით, 10 დღის წინ მოხდა. "სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა უკვე დაღუპული იყო", _ ამბობს "გურია ნიუსთან საუბრისას ერთ-ერთი გვიმბალაურელი. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და ისინი ხელოვნური ბარიერის დადგმას მოითხოვენ. "გურია ნიუსი" შსს-ს კომენტარს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია