შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტორიტარიზმი სასტიკი ფორმებით დაბრუნდა  – ჯეპე კოფოდი


ავტორიტარიზმი სასტიკი ფორმებით დაბრუნდა  – ჯეპე კოფოდი

ვხედავთ, რომ ავტორიტარიზმი სასტიკი ფორმებით დაბრუნდა მაშინ, როდესაც პუტინმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ",_ ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეპე კოფოდმა ბერლინში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისი განცხადებით, ფინეთის და შვედეთის სუვერენული უფლებაა, საბოლოდ ნატოში შევიდეს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სწრაფად წავა პროცესები და სწრაფ გაწევრიანებას ექნება ადგილი. დღეს ვხედავთ, რომ ავტორიტარიზმი სასტიკი ფორმებით დაბრუნდა მაშინ, როდესაც პუტინმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. ამას ვაკეთებთ ევროკავშირში და ნატოში. დემოკრატიული ღირებულებები უნდა დავიცვათ. განვიხილავთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომ ახალი მიდგომებით გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა პოლიტიკური, პრაქტიკული და სამხედრო კუთხით“, - თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს 15 მაისს, გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია