- ივნისი 08, 2026
ავტომობილი სკუტერით მოძრავ მოზარდებს დაეჯახა
- ივნისი 09, 2025
- , პოლიტიკა
ავტომობილი სკუტერით მოძრავ მოზარდებს დაეჯახა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაჩაბლის ქუჩაზე "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სკუტერით მოძრავ 2 მოზარდს დაეჯახა. შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლამდე ორი ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა მათი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.