შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა


ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა

ხელვაჩაურში, ჭოროხის შემოვლით გზაზე, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკებში გადაიყვანა. შსს-ს თქმით, ავარიის შედეგად არავინ გარდაცვლილა. ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები – პატრული და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ავარიის გამო დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა ჭოროხის შემოვლით გზაზე. ჭოროხის შემოვლითი გზით სარგებლობა მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გზების დეპარტამენტმა ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზა სარემონტო სამუშაოების გამო ჩაკეტა. წყარო: batumelebi



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია