- ივნისი 08, 2026
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა
- ივლისი 03, 2024
- , პოლიტიკა
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. "მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს",_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.