შაბათი, ივლისი 18, 2026

ავტომანქანა კაცს დაეჯახა


ავტომანქანა კაცს დაეჯახა

"ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც სქროლით გადაადგილდებოდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოქალაქეს თავის ტრავმა აქვს მიღებული. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია