- ივნისი 08, 2026
ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა (R)
- აგვისტო 21, 2021
- , პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს სოფელ შრომის და დაბა ურეკის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. " კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მქონდა ჩვენს თანამოქალაქეებთან და მხარდამჭერებთან. მოვისმინე მათგან პრობლემები და გავაცანი ჩვენი გეგმები. პირველ რიგში წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება სოფლებში; ასევე, მხარდაჭერა აგროსამეურნეო პროექტების განხორციელებაში; საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც სამწუხაროდ მერიის მხრიდან დღემდე მოუგვარებელია“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები.