- ივნისი 08, 2026
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ
- აგვისტო 26, 2022
- , პოლიტიკა
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ. არაერთი თაობის ოცნება იყო, რომ ჩვენს ქალაქს თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი ჰქონოდა. პროექტის ფარგლებში სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა რამდენიმე ახალი კორტი, განათება, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. „მოველით, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება. ჩვენ, ასევე შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.