შაბათი, ივლისი 18, 2026

ავთანდილ თალაკვაძე: ერთად გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას


ავთანდილ თალაკვაძე: ერთად გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ფეისბუქის გვერდზე ახალი ინიციატივის შესახებ ამცნო საზოგადოებას. „ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე - წრე, უკვე წლებია, ცარიელია. მოვიდა დრო, ვიმსჯელოთ და #ერთად გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას. რას იტყვით, ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად - ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება.“ _ დაწერა მუნიციპალიტეტის მერმა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია