შაბათი, ივლისი 18, 2026

ავსტრალია 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს


ავსტრალია 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს

ავსტრალიის მთავრობა გეგმავს, 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალოს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტები უკვე შემუშავებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანესის თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტები, რომლებიც მომავალ კვირას პარლამენტში იქნება განხილული, მიზნად ისახავს ავსტრალიელ ბავშვებზე სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენა შეამსუბუქოს. "ეს არის დედებისთვის და მამებისთვის... ისინი, ისევე როგორც მე, ძალიან ზრუნავენ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე ინტერნეტში. მინდა, რომ ავსტრალიელმა ოჯახებმა იცოდნენ, რომ მთავრობა მშობლებს მხარს უჭერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი დეტალი განსახილველი რჩება, მთავრობამ განმარტა, რომ აკრძალვა არ გავრცელდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც უკვე იყენებენ სოციალურ ქსელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია