- ივნისი 08, 2026
“ავიცერით ჩვენი და თქვენი შვილებისთვის! აიცერით თქვენც!“
- აგვისტო 21, 2021
- , პოლიტიკა
ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პედაგოგების 80% აიცრა. “ჩვენი სკოლის პედაგოგიური საზოგადოების 80% სრულად, 12% კი პირველი დოზით უკვე აიცრა. მოგიწოდებთ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს _ ჩვენ ავიცერით ჩვენი და თქვენი შვილებისთვის! აიცერით თქვენც! მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მალე შევხვდეთ ერთმანეთს და განვაახლოთ სასწავლო პროცესი ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებში!“ _ წერია ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.