- ივნისი 08, 2026
ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- ოქტომბერი 15, 2023
- , პოლიტიკა
ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა დასავლეთ ავღანეთში - რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რეგიონში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ჰერატის მახლობლად მოხდა. ის 6,3 კმ-ის სიღრმეზე იყო. BBC-ის ინფორმაციით, ამ დრომდე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გაეროს ბავშვთა სააგენტო Unicef-ის განცხადებით, წინა მიწისძვრებში დაღუპულთა 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვი იყო. USGS-ს განცხადებით, ბოლო მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ჰერატის ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში, ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ირანის საზღვართან ახლოს. გასულ შაბათს მიწისძვრა მოხდა ზინდაჯანში, ჰერატიდან 40 კილომეტრში. მიწისძვრის შედეგად, სახლები, რომლებიც ზედმეტად მყიფე იყო, ნანგრევებად იქცა. სოფლის მცხოვრებლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად ნიჩბებსა და შიშველ ხელებს იყენებდნენ.