- ივნისი 08, 2026
ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- ივნისი 19, 2025
- , პოლიტიკა
ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი. დედა-შვილი ადგილზე, ერთი კი კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავებულია ორი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. წყარო: tv ajara