- ივნისი 08, 2026
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები
- მარტი 25, 2024
- , პოლიტიკა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო: rustavi2