- ივნისი 08, 2026
ავარია ოზურგეთში _ საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ
- ივლისი 01, 2021
- , პოლიტიკა
ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ჭანიეთთან ავტომობილი იმავე მიმართულებით მოძრავ მსუბუქ მანქანას შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომანქანაში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. "საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ, არ დაშავებულან", _ უთხრეს "გურია ნიუსს" დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები, განსაკუთრებით კი ,ის ავტომობილი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, სწორად მოძრაობდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ელოდებიან.