შაბათი, ივლისი 18, 2026

ავარია ბათუმის რკინიგზის სადგურთან – არიან დაშავებულები


ავარია ბათუმის რკინიგზის სადგურთან – არიან დაშავებულები

ავარია ბათუმში - ავტოსაგზაო შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით მოხდა. ინფორმაციას AJARA.TV ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები. ადგილზე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია