შაბათი, ივლისი 18, 2026

ავარია ავტომაგისტრალზე- დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავარია ავტომაგისტრალზე- დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთისა პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის კოდექსისი 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს",_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია