შაბათი, ივლისი 18, 2026

„აჭრელებული“ თხილის ფასი ოზურგეთში


„აჭრელებული“ თხილის ფასი ოზურგეთში

დღეს, დილიდან ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილი, სხვადასხვა პუნქტებში, დიდი სხვაობით არა, მაგრამ მაინც განსხვავებული ფასით და შემოწმებით ბარდება. მაგალითად, ერთი კილოგრამ „ბერძნულას“ 4 ლარად ზოგან გატეხვით, ზოგან კი პირდაპირ იბარებენ. ასევე „გულშიშველას“ 3, 50 ლარად ან 3, 80 ლარად იბარებენ გატეხვის გარეშე. _გააჩნია, რანაირად „ჭამს და სვამს თვალი“, -გვითხრა ერთმა მიმღებმა ოპერატორმა, _ რომ შეხედავ, ზოგი თხილი ტომრიდანაც ანათებს, ზოგს კი, გაუტეხავად მიხვდები, რა გულიც ექნება, გატეხვის შემდეგ... _ დღეს „აჭრელებულია“ თხილის ფასი ოზურგეთში და აწი ასეთ ვითარებას ხშირად უნდა ველოდოთ. ახლა ფერეიცვალობა იქნება, მერე მარიამობა და კიდევ უფრო აირევა ისეც არეული ბაზარი, _ საუბრობენ თხილის მიმღერ პუნქტებთან რიგში მდგარი მოქალაქეები. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია