შაბათი, ივლისი 18, 2026

აჭარა გასული წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად აღიარეს


აჭარა გასული წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად აღიარეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართულ 2019 წლის სპორტული მოვლენების დასკვნით ღონისძიებაზე, აჭარა გასული წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა. “2019 წელს ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი და მოხარული ვარ, რომ ამჯერად აჭარა გახდა წლის სპორტული რეგიონი. წლევანდელი წელი, მართლაც, მნიშვნელოვანი იყო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მხრივ. ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ მალე რეგიონს შეემატება არაერთი საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა. ბათუმს ექნება ახალი უეფას სტანდარტის სტადიონი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, ძალოსნობის დარბაზი. ვულოცავ ყველა სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან აღიარებას“, – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. გარდა ამისა, საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე, დაწესებული იყო 14 სპეციალური პრიზი. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია