შაბათი, ივლისი 18, 2026

ასპრია ფიტნესი ნიღბიანი პირების შეჭრას უარყოფს


ასპრია ფიტნესი ნიღბიანი პირების შეჭრას უარყოფს

ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, დინამოსთან მდებარე ასპრია ფიტნესის დარბაზში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასპრია ფიტნესი და გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ასპრია ფიტნესის ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ასპრია ფიტნესის დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს",_ ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია