- ივნისი 08, 2026
აშშ-ში, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო
- ნოემბერი 10, 2022
- , პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85%მიიღო. ცნობისთვის, ტონი დელუკა, გასულ თვეში გარდაიცვალა. როგორც გამოცემა The Guardian წერს, დელუკას გარდაცვალების დროისთვის, ბიულეტენის შეცვლა ან სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული იყო. პენსილვანიის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტის განცხადებით, უახლოეს მომავალში განმეორებითი არჩევნები გაიმართება. ინფორმაციისთვის, ტონი დელუკას, ბოლო 20 წელი, წარმომადგენელთა პალატის სადაზღვევო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.