- ივნისი 08, 2026
აშშ-ში ძაღლებისთვის ტელეარხი გაიხსნა
- ოქტომბერი 18, 2024
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ქალაქ სან–დიეგოში ამოქმედდა ტელეარხი ძაღლებისათვის. ძაღლის პატრონებს ეს სიამოვნება 5 დოლარი უჯდებათ თვეში. სამაგიეროდ, ოთხფეხა მეგობარი მარტოსულად არ გრძნობს თავს, როცა პატრონი არ ჰყავს შინ. ტელეპროგრამა გათვლილია ყველა ასაკის ძაღლზე. ნერვიული და შფოთიანი ძაღლებისათვის პროგრამა დამაწყნარებელია, თამაშის მოყვარულთათვის – მხიარული და ხალისიანი, ჭკვიანებისათვის – განმავითარებელი: სამყაროსა და ადამიანებზე. ტელეარხის მესვეურები პროგრამების ხშირი განახლების დაპირებას იძლევიან. გადაცემები მომზადდება ძაღლების ქცევის სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე და მათი ფერთა მიმართ მგრძნობელობის გათვალისწინებით. [simple-author-box]