- ივნისი 08, 2026
აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს თბილისში სავარაუდო ბომბის შესახებ აფრთხილებს
- მაისი 07, 2025
- , პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს. "გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ შეიტყო თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ: 1) სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჩერილიძის 2 2) სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4 3) თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16 საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილების მონახულებისგან. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ახალ ამბებს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე შეგატყობინებთ"- წერს ამერიკის საელჩო.