შაბათი, ივლისი 18, 2026

აშშ-ს საელჩო: აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას


აშშ-ს საელჩო: აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. "პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა! ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს. კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას",_ აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია