შაბათი, ივლისი 18, 2026

აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო – CNN


აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო – CNN

აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს თუ როგორ ჩამოაგდო აშშ-მა ირანული დრონები და სად. აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. „ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა. CNN აღნიშნავს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან. ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია