შაბათი, ივლისი 18, 2026

აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის ევაკუაციაზე ფიქრობს


აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის ევაკუაციაზე ფიქრობს

იმ ფონზე, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვარზე 100 000 სამხედრო განალაგა, აშშ ფიქრობს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა უკრაინაში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების უკრაინიდან გაყვანა _ ამის შესახებ საკითხში ჩახედულ ადამიანებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg იუწყება. განხილვის სტადიაში მყოფი გეგმის მიხედვით, უკრაინაში აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეორეხარისხოვან თანამშრომლებს შეეძლებათ, საკუთარი შეხედულებისამებრ დატოვონ ქვეყანა, დიპლომატების ოჯახის წევრებს კი უბრძანებენ, დაბრუნდნენ სამშობლოში. წყაროს თქმით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. Bloomberg-ის თქმით, საუბარი ევაკუაციის შესახებ არ ნიშნავს, რომ აშშ დარწმუნებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრაში _ ის უბრალოდ დაძაბულობის ფონზე სიფრთხილეს იჩენს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია