- ივნისი 08, 2026
აშშ იმუშავებს ჩინეთთან კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად: ბლინკენი
- ოქტომბერი 25, 2023
- , პოლიტიკა
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან, რათა უზრუნველყოს ისრაელ-ღაზას ომი არ გადაიზარდოს ფართო კონფლიქტში. ”ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,” - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ის მოუთმენლად ელოდება ”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მუშაობას, ზუსტად ამის გასაკეთებლად". ვანგის ვიზიტი აშშ-ში ხუთშაბათს იგეგმება.