შაბათი, ივლისი 18, 2026

აშშ ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს


აშშ ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს

ჩრდილოეთ კორეა „გადაიხდის ფასს“, თუ რუსეთთან შეიარაღების შეთანხმებას დადებს,_ ამის შესახებ CNN- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებენ. "თუ ფხენიანი მოსკოვს იარაღს მიაწვდის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, ეს „კარგად არ აისახება ჩრდილოეთ კორეაზე და ისინი ამის ფასს გადაიხდიან საერთაშორისო საზოგადოებაში“,_ განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პრესკონფერენციაზე. "მათ უნდა დაიცვან თავიანთი საჯაროდ გაცხადებული ვალდებულებები, რომ ისინი არ აპირებენ ამ იარაღის მიწოდებას“, -განაცხადა სალივანმა. ინფორმაციისთვის, მოსკოვმა და ჩრდილოეთ კორეამ განაცხადეს, რომ მათი მოლაპარაკებები იარაღის საკითხზე წინ მიიწევს და მალე ჩრდილოეთ კორეას ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია