- ივნისი 08, 2026
ასეთი დღეებისთვის ღირს ცხოვრებაც და მასწავლებლობა- ლელა იმედაშვილი
- ივლისი 15, 2022
- , პოლიტიკა
"15 ივლისი, დილის 7 საათი და 30 წუთი... დღეს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ... ჩვენს სტუმარს, ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის თანაშემწეს, ქუჩიდან ესმის დიალოგი: - არ ინერვიულო, მას, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენ ამას შეძლებთ და ჩააბარებთ... ქალი გაოცებული მეძახის, მასწავლებელი მოაცილეს გოგო ბავშვებმა, ნახე გეხვეწებიო.. რა ვთქვა, არ ვიცი... მასწავლებლობა ყველაზე აღმატებული პროფესიაა პროფესიათა შორის - ამას ხშირად ვიმეორებ და ა, ბატონო, დასტური. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ბუნებრივია, მინახავს შვილების გულშემატკივარი მშობლები, მინახავს მოსწავლეების გულშემატკივარი მასწავლებლები(მათ შორის რეპეტიტორები), მაგრამ დღეს, დილაუთენია, ვნახე მასწავლებლის გულშემატკივარი მოსწავლეები - 3 საოცარი ბიჭი(რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არიან, მაგრამ სანამ მათთან არ შევათანხმებ, ვერ დავასახელებ)... და დღეს ვნახე გულაჩუყებული, ბედნიერი და ცოტა დაბნეული მასწავლებელი - თავმდაბლად მადლობას რომ უხდიდა და ეფერებოდა თავის მოსწავლეებს... ასეთი დღეებისთვის ღირს ცხოვრებაც და მასწავლებლობა ხომ ღირს და ღირს. პ.ს. - არავინ შეეცადოს დღეს ჩემს გაბრაზებას -ისეთ ხასიათზე ვარ, მაინც არ გამოგივათ",_ წერს ფეისბუქში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.