შაბათი, ივლისი 18, 2026

არტემ და ანზორ ერქომაიშვილების შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო


არტემ და ანზორ ერქომაიშვილების შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ლიხაურსა და მაკვანეთში რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „შავი შაშვი ჩიოდას“ გადაღება. ფილმში ნაჩვენები იქნება არტემ და ანზორ ერქომაიშვილების (ბაბუა-შვილიშვილის) ურთიერთობა და მოღვაწეობა. „ბატონი არტემ და ანზორ ერქომაიშვილები ჩვენი ქვეყნის განძია. მათ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ფოლკლორის, ხალხური სიმღერების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციისთვის. დღეს (კომენტარი 8 ნოემბერს არის ჩაწერილი) ლიხაურში შედგა ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება. ამ ეპიზოდში სოფლის კულტურის სახლში არტემ ერქომაიშვილთან ერთად სცენაზე გამოდის ანზორ ერქომაიშვილი. ვფიქრობ, რომ მთლიან ჯამში საინტერესო ფილმი გამოვა ორ ადამიანზე, რომლებსაც სიმღერა ძალიან უყვარდათ“, _ გვითხრა გიორგი ჭუმბურიძემ. გურიაში გადაღებების შემდეგ ფინალური ეპიზოდების გადაღება ქალაქ თბილისში გაიმართება. ფილმის პრემიერა კი 2025 წელს იგეგმება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია