შაბათი, ივლისი 18, 2026

აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიაში კონცერტი გაიმართება


აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიაში კონცერტი გაიმართება

საპროტესტო აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ კახელიშვილი, სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ფანიკო, თაკო კაკალაშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე, რეზი ქარცივაძე, თათია ჯიქიძე, ბონდო გოგია, თამადა. "ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა გადაერიცხება აქციების დროს დაზარალებული ახალგაზრდების ოჯახებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. კონცერტი 26 იანვარი, 16:00 საათზე, Kavka Oudaan-ში გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია