- ივნისი 08, 2026
ანტისეპტიკური თვისებების მქონე სანელებლები
- თებერვალი 08, 2025
- , პოლიტიკა
ბეგქონდარას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. იგი მდიდარია ტინოლით, რომელიც სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებით გამოირჩევა. გარდა ამისა, მასში შემავალი ვიტამინების კომპლექსი და მჟავები იმუნიტეტის შენარჩუნებაში გვეხმარება. ბეგქონდარას, ძირითადად, ჩაიში უმატებენ, თუმცა უხდება თევზეულს, კარტოფილისა და სოკოს კერძებს. უამრავ ვიტამინს შეიცავს: А, В1, В2, В3, В4, В6, В9, С, Е, К. აგრეთვე - ომეგა 3-სა და 6-ს, რკინას, მაგნიუმსა და სხვებს. ხალხურ მედიცინაში მას სამკურნალოს ეძახიან. აქვს ბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი. შეგიძლიათ დაუმატოთ ჩაიში, ყავაში, ბულიონებში, როცა ხორციან კერძებს ამზადებთ. საუბარია მსოფლიოში უძვირეს სანელებელზე, რომელიც საქართველოში იმერული ზაფრანით ჩაანაცვლეს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გამოდევნის ტოქსინებს. მის ნაყენს სვამენ, როცა თირკმელებიდან კენჭების გამოდევნა სურთ. ეცადეთ, არ შეურიოთ სხვა სანელებლებს, სასარგებლო თვისებებს ვერ გამოავლენს. იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტია. გრიპის ეპიდემიის დროს დაუმატეთ ჩაისა და სხვა სასმელებში. ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალს, ვიდრე მშრალსა დ დაფქულს. იმუნიტეტის შენარჩუნებაში გეხმარებათ. მიიღეთ გაციების დროს. ნამდვილი დარიჩინი ძვირი ღირს. ის ცეილონის უნდა იყოს და არა ჩინური. დარიჩინი შეგიძლიათ დაუმატოთ ტკბილეულში (განსაკუთრებით უხდება ვაშლის ღვეზელს), ყავაში, აგრეთვე, კომპოტებსა და გლინტვეინში.