შაბათი, ივლისი 18, 2026

ამსტერდამში ჟურნალისტს ესროლეს


ამსტერდამში ჟურნალისტს ესროლეს

ამსტერდამის ცენტრში კრიმინალის თემებზე მომუშავე ცნობილ ჟურნალისტს პიტერ დე ვრისს ესროლეს, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა parool.nl-ი წერს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახლო მანძილიდან ისროდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ 5 გასროლის ხმა გაიგეს. 64 წლის ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს _ ერთი ამსტერდამში, ორი კი ჰააგის მახლობლად. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია