შაბათი, ივლისი 18, 2026

ამირან გამყრელიძე: ქვეყანა ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება


ამირან გამყრელიძე: ქვეყანა ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება

„ფაიზერი“ და „მოდერნა“ ეს ორი კომპანია მუშაობს ომიკრონადაპტირებულ ვაქცინაზე. ისინი არიან კლინიკური კვლევის ბოლო ფაზებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. „ფაიზერის“ ბუსტერს ​დამცველობითი უნარი მთავარი გართულებებისგან აქვს. ჩვენ მიერ გაანალიზებული იანვარი-თებერვლის მონაცემებით, 40-დან 50%-ში ბუსტერი ვისაც ჰქონდა გაკეთებული და „ომიკრონი“ დაემართა გართულებები ნაკლები იყო. ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს. არის „ფაიზერის“ ინოვაციური პრეპარატი, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს. მოლაპარაკებები მადის და უკვე დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ ეს პრეპარატი უნდა მიიღოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია