შაბათი, ივლისი 18, 2026

„ამბობენ, ხერხემალი აქვს დაზიანებულიო“ _ მძიმე ავარიის უმძიმესი შედეგები


„ამბობენ, ხერხემალი აქვს დაზიანებულიო“ _ მძიმე ავარიის უმძიმესი შედეგები

ამ წუთებში ჩოხატაურში, „ავერსის“ კლინიკაში რეანიმობილს ელოდებიან. ცოტა ხნის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული ერთ-ერთი პირი, ჯიპის მძღოლი ქუთაისში გადაჰყავთ. როგორც დაშავებულის ახლობლები „გურია ნიუსთან“ ამბობენ, წინასწარი მონაცემებით, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული. "წელშია გაწყვეტილიო, შიგნიდან გამოვიდა ხმა. ჯერ ზუსტად ვერაფერს გვეუბნებიან. რეანიმობილს ველოდებით _ უნდა გადავიყვანოთ", _ ამბობენ ისინი. ჩოხატაურის კლინიკიდან _ "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" გაჰყავთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორი პირიც. კლინიკაში კატასტროფის ცენტრის მანქანები უკვე მივიდნენ. უმძიმესი ავარია ჩოხატაურში_ ერთი დაშავებული ქუთაისში გადაჰყავთ



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია