- ივნისი 08, 2026
ამ წუთებში ხანძარია სამტრედიაში _ რა ხდება შემთხვევის ადგილზე
- სექტემბერი 12, 2024
- , პოლიტიკა
ამ წუთებში ხანძარია სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩის მეოთხე ჩიხში. თერთმეტ ნომერში მცხოვრებ ამირან გოგიას სახლიდან კვამლი მეზობლებმა შენიშნეს. რის შესახებაც 112-ში დარეკეს. ამწუთებში ექვსი სახანძრო ავტომანქანა მუშაობს შემთხვევის ადგილზე. მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ოთახებში მუყაოს ყუთები ინახებოდა, რამაც გამოიწვია ხანძრის გავრცელება და გამწვავება.