შაბათი, ივლისი 18, 2026

ამ წუთებში, მარტვილში ხანძარს ებრძვიან


ამ წუთებში,  მარტვილში ხანძარს ებრძვიან

ამ წუთებში ხანძარია მარტვილში _ სოფელ სალხინოში ტყის მიმდებარედ ეკალ-ბარდი იწვის. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა: "ხანძარი ტყეშია. ადგილზე ვართ და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", _ ამბობს "გურია ნიუსთან" მამუკა ქვარცხავა. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც _ უწყების ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია