შაბათი, ივლისი 18, 2026

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა


აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ხელისუფლებას საქართველოსთვის 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა სამი თვის განმავლობაში. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ, რაც იწვევს კონვენციის სხვადასხვა დარღვევას, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას. ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია