- ივნისი 08, 2026
ადამიანის დახასიათება ხილის მიხედვით
- მარტი 13, 2025
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ, ავსტრიელმა ბიოფიზიკოსებმა შეამჩნიეს, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ერთსა და იგივე ხილს, აქვთ ძალიან ბევრი საერთო ხასიათში, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს მათ მოქმედებებზე, ქორწინებასა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობებზე. ვაშლის მოყვარული ადამიანები გარდა იმისა, რომ ჯანმრთელები არიან ამ უნიკალური ხილის ყოველდღიური მოხმარებით, გამოირჩევიან შესაშური სტაბილურობით, ერთგულებითა და თავდადებით. მსხალს ანიჭებენ უპირატესობას მგრძნობიარე ადამიანები. ცნობილია, რომ ასეთი ადამიანების გამოჩენა კომპანიაში არცერთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს არ დარჩება შეუმჩნეველი. მარწყვი იმ ადამიანების საყვარელი ხილია, ვისთვისაც კომფორტი ძირითადი და განმსაზღვრელი კონცეფციაა ცხოვრებაში, განურჩევლად სეზონისა და გარემოებებისა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ქორწინებას ანგარებით, ფულის გამო. ყურძნის მოყვარულები. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ მიილტვიან ყველაზე დახვეწილი სიამოვნებებისაკენ. თუმცა, დროთა განმავლობაში (მიხვდებიან რა, რომ ოჯახი ყველაზე დახვეწილი და ამაღლებული რამაა), ისინი გახდებიან იდეალური ქმრები (ან ცოლები) და მთლიანად ოჯახს დაუთმობენ საკუთარ თავს. ამ პროდუქტის მოყვარულებს უყვართ ბევრი ჭამა, რაც თავის თავად იწვევს ჭარბ წონას. რა თქმა უნდა, სიყვარული ამის გამო არ დაზარალდება, სამაგიეროდ დაზარალებული იქნება მათი გარდერობი. სოლიდური და პრაქტიკული ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ამ პროდუქტს. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ ძლიერი და დიდი ოჯახი. ეს ხილი უყვართ ადამიანებს, რომლებთაც ადვილად და ხშირად უყვარდებათ, აღმერთებენ ცხარე დისკუსიებს ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ კომპანიაში, რომლებიც ხშირად ჩაერთვებიან ხოლმე ყველაზე წარმოუდგენელ და გასაოცარ აფიორებსა და თაღლითობებში და ეშვებიან უკიდურესად სარისკო თავგადასავლებში და ავანტიურებში. პატიოსანი, მშვიდი, ჭკვიანი და ინტელიგენტი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ფორთოხალს. ასეთი ადამიანები სიყვარულში რომანტიულები არიან, მზრუნველები და ამაღლებულები. და თუ მათი ცხოვრება იღებს მოულოდნელ მიმართულებას და რაღაც ისე არ მიდის, როგორც იყო დაგეგმილი, ისინი ადვილად და უბრალოდ გადაეწყობიან ამ ცვლილებების შესაბამისად და ამის გამო დისკომფორტს სულაც არ განიცდიან. ბრიუსელის კომბოსტო ადამიანების უმეტესობისათვის ეს სულაც არ არის საყვარელი პროდუქტი. მისი უკიდურესად მცირე რაოდენობის თაყვანისმცემელნი გამოირჩევიან მძიმე, გადამწყვეტი ხასიათით, სხვების მიმართ გდამეტებული მოთხოვნებით. ასეთი ადამიანების გულის მოგება ადვილი არ არის, თუ ეს უკვე არ მოხდა... გრეიფრუტი - ეს იდუმალი გემოა. ამ ხილის თაყვანისმცემლები ძალიან ჭკუამხიარულნი და ზედაპირულნი არიან. ეს ადამიანები დროის დიდ ნაწილს ატარებენ საკუთარი თავის მოვლაში. ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის მკაცრი დამცველები არიან, ზედმიწევნით ითვალისწინებენ ექიმების ყველა რჩევას და იშვიათად დაჰყვებიან ცდუნებას.