შაბათი, ივლისი 18, 2026

ადამიანი, ავადმყოფობა და ასტროლოგია


ადამიანი, ავადმყოფობა და ასტროლოგია

ვერძების უმრავლესობას ავადმყოფობისთვის უბრალოდ არ სცალია. შესაბამისად ამ ხალხს იშვიათად ემართება რაიმე ქრონიკული დაავადება. ისინი უფრო მოტეხილობებისკენ ან ჭრილობებისკენ არიან მიდრეკილი. კუროს სისუსტე ყელი და ლიმფური ჯირყვლებია. ბევრი კურო ნერვიულობის ნიადაგზე იტანჯება სახმო იოგების დაზიანებით ტყუპების პრობლემა სასუნთქი გზებია. ეს ადამიანები ხშირად ავადდებიან სხვადასხვა სახის ვირუსებით, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. კირჩხიბებს კუჭი აქვთ სუსტი. ამიტომ კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა უნდა მიაქციონ. ლომების მთავარი პრობლემაა გული და სისხლძარღვები. ბევრი ლომი დგას გულის დაავადებების საფრთხის ქვეშ, მოწევის ან ხშირი სმის გამოც. ქალწულის პრობლემა კუჭნაწლავია. ასევე გასტრიტი და კოლიტი. სასწორის სუსტი ორგანოა თირკმელები. შესაბამისად აუცილებელია სასწორმა წონა აკონტროლოს. რათა ამ ორგანოს გამართულ მუშაობას არ შეეშალოს ხელი. მორიელები ყველაზე ხშირად ვენერიული დაავადებებით იტანჯებიან. რისი მიზეზიც არცთუ იშვიათადაა მათი გადამეტებული სექსუალური ტემპერამენტი. მშვილდოსანი მშვილდოსნები ყველაზე ხშირად მოტეხილობებისკენ, ართრიტისკენ და მენისკისკენ არიან მიდრეკილი. ასევე ხშირია მათ შორის საწარმოო და ავარიული ტრამვები. თხის რქები ყველაზე ხშირად ფულს სტომატოლოგთან ვიზიტზე ხარჯავენ. კბილები თხის რქის სუსტი წერტილია. მერწყულის პრობლემა სისხლის ცუდი ცირკულაციაა. შესაბამისად წნევის ცვალებადობა და ჰიპერტონია ყველაზე ხშირი დაავადებაა მერწყულებში თევზებს ნერვული სისტემა აქვთ პრობლემატური. ნერვოზი, ვეგეტონერვოზი, სხვადასხვა სახის აკვიატებული შიშები...



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია