შაბათი, ივლისი 18, 2026

Super Mario 2022 წელს დაგვიბრუნდება


Super Mario 2022 წელს დაგვიბრუნდება

პოპულარული თამაში Super Mario-ს გამომშვები კომპანიის, Nintendo-ს, განცხადებით, ცნობილ პერსონაჟზე შექმნილი ანიმაციური ფილმი 2022 წელს გამოვა. ფილმზე მუშაობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა და, როგორც ბოლო განცხადებებით ირკვევა, პროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ანიმაციური ფილმის პროდიუსერები Nintendo-ს წარმომადგენელი დირექტორი და მარიოს შემქმნელი, შიგერუ მიამოტო და სტუდია Illumination-ის გენერალური დირექტორი, კრის მელედანდრი, არიან. ჯერ კიდევ დაუსათაურებელი ფილმის შესახებ სხვა დეტალები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარიოს გულშემატკივრები უკვე აღტაცებულები ელოდებიან საყვარელი პერსონაჟის დიდ ეკრანზე ხილვას. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია