შაბათი, ივლისი 18, 2026

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება


SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

1 მაისს SOLO- მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან: ბექა გოჩიაშვილი - პიანო; ლუკა თოფურია - კლავიში; ლევან დეისაძე - ბასი. სოსო ცაგარეიშვილი - დრამი; აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში. Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება. მსმენელის წინაშე კი სხვადასხვა დროს წარსდგებიან: ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection; კახა ჯაგაშვილის კვინტეტი; ლუკა თოფურიას კვარტეტი; კემოს კვარტეტი; ხატია ქორიძის კვარტეტი; გიგი ცინცაძის ტრიო; გია რაქვიაშვილის კვარტეტი; ზურა რამიშვილის ტრიო; რეზო კიკნაძის კვინტეტი. 1 მაისის საღამოზე დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია