- ივნისი 08, 2026
Reuters: აშშ და ერაყი ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმდნენ
- სექტემბერი 07, 2024
- , პოლიტიკა
აშშ-მა და ერაყმა ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაიციით, ამერიკა საკუთარი კონტინგენტის პირველ ნაწილს ერაყიდან 2025 წელს გაიყვანს, ხოლო მეორეს - 2026 წელს. გეგმა შეთანხმებულია და ის ორივე მხარის საბოლოო დამტკიცებასა და თარიღის გამოცხადებას საჭიროებს. ”ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ახლა მხოლოდ საკითხია, როდის უნდა გამოვაცხადოთ იგი”, - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. აშშ და ერაყი ასევე ცდილობენ დაამყარონ ახალი საკონსულტაციო ურთიერთობები, რომლითაც შესაძლოა ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩეს ერაყში გაყვანის შემდეგ. _ოფიციალური განცხადება თავდაპირველად დაგეგმილი იყო კვირების წინ, მაგრამ გადაიდო ღაზაში ისრაელის ომთან დაკავშირებული რეგიონული ესკალაციის გამო და დარჩენილი დეტალების გასარკვევად, _აცხადებენ წყაროები.