შაბათი, ივლისი 18, 2026

ISFED – Facebook-მა ალტ-ინფოს Facebook გვერდი ”სამართლიანი არჩევნების” შეტყობინების საფუძველზე წაშალა


ISFED – Facebook-მა ალტ-ინფოს Facebook გვერდი ”სამართლიანი არჩევნების” შეტყობინების საფუძველზე წაშალა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ძალადობრივი და პრორუსული არხის, Alt-Info-ს ვებგვერდი Facebook-მა მათი შეტყობინების საფუძველზე წაშალა. ,,დღეს Facebook-მა ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ ალტ-ინფოს Facebook გვერდი ''სამართლიანი არჩევნების'' შეტყობინების საფუძველზე წაიშალა. ''სამართლიანმა არჩევნებმა'' Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა. Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია. ''სამართლიანი არჩევნები'' აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას“, _ წერია ორგანიზაციის განცხადებაში. ცნობისთვის, პრორუსული არხი, Alf-Info Facebook-ზე 16 ივლისს აღარ იძებნებოდა, თუმცა, ამ დროისთვის მათ უკვე შექმნეს ახალი გვერდი. შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა არაერთხელ დაბლოკა Alt-Info-ს გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. ცნობისთვის, 16 ივლისს, Alf-Info-ს ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე. განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც. პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მათ დაადასტურეს, რომ პოლიციას მათთან კითხვები 5-6 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ფალავანდიშვილის, მახარაძისა და მორგოშიას პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის გადაყვანამდე, სამართალდამცავებმა მათი სახლები გაჩხრიკეს. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია