შაბათი, ივლისი 18, 2026

GORBI-ის დამფუძნებელი: აგვისტოში მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა


GORBI-ის დამფუძნებელი: აგვისტოში მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა

აგვისტოში მთლიანი მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 4% ამბობდა, რომ გაიმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები - 3-4%. თვითონ მოსახლეობაც დარწმუნებული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილია გაკვირვებული არჩევნების შედეგებით, - განაცხადა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ „იმედი LIVE“-ში. „2022 წლამდე, საშუალოდ 27% ფიქრობდა, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. 2023 წელს იყო 42% და 2024-ში 47%. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მოსახლეობის 30-31% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. გარდა ამისა, რამდენიმე მდგენელია, რაც პოლიტიკური პარტიის წარმატებას განსაზღვრავს. აგვისტოში მთლიანი მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 4% ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები - 3-4%. თვითონ მოსახლეობაც დარწმუნებული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია გაკვირვებული არჩევნების შედეგებით. 83% აპირებდა, ვინც ემხრობა „ქართულ ოცნებას“, არჩევნებზე მისვლას და ყველაზე მოტივირებული სწორედ მათი მხარდამჭერები იყვნენ“, - აღნიშნა სოციოლოგმა. წყარო: imedinews



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია