- ივნისი 08, 2026
Forbes-ის თანახმად ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია
- აპრილი 01, 2025
- , პოლიტიკა
Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია. თუ 2024 წელს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ლიდერის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025-ში ეს რიცხვი – 2.7 მილიარდია. ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დინამიკა Forbes-ის სიაში Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია ახლახან გამოაქვეყნა. 69 წლის ივანიშვილი 1362-ე ადგილზეა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ელონ მასკია 342 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა მარკ ზაკერგბერგი (ფეისბუკი) 216 მილიარდი დოლარით. Forbes-ის სიაში განმარტებული არაა, სად წავიდა ივანიშვილის ქონება. განსხვავებულ სურათს ვხედავთ კიდევ ერთი ბიზნეს გამოცემის, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში. ბლუმბერგის თანახმად, ივანიშვილის ქონება 7.35 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში რიგით 421-ე უმდიდრესი ადამიანია.