შაბათი, ივლისი 18, 2026

COLDPLAY-ის სამომავლო გეგმები


COLDPLAY-ის სამომავლო გეგმები

ცნობილი გახდა, რომ 2025 წელს, „Coldplay“, როგორც ჯგუფი, ახალი სიმღერების ჩაწერას შეწყვეტს, - ამის შესახებ სოლისტმა კრის მარტინმა განაცხადა. „ჩვენი უკანასკნელი ჩანაწერი 2025 წელს გამოვა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მხოლოდ გასტროლები გვექნება. შესაძლოა, რაღაც კუთხით ვითანამშრომლოთ, თუმცა, Coldplay-ის კატალოგი დაიხურება“, - განაცხადა ჯგუფის სოლისტმა კრის მარტინმა. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ზოგი იმედოვნებს, რომ დაშლიდან რამდენიმე წელიწადში, ჯგუფი კვლავ გაერთიანდება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია