შაბათი, ივლისი 18, 2026

BBC – ღაზაში დაღუპულთა ცხედრები ვირებით გადააქვთ


BBC – ღაზაში დაღუპულთა ცხედრები  ვირებით გადააქვთ

ღაზას ქალაქ ალ-შიფას ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, ძალიან რთული ღამე იყო: კომუნიკაციები არ მუშაობდა, მობილური ტელეფონები გამორთული იყო. მისი თქმით, ადამიანებს დაღუპულთა ცხედრები ვირებითა და საკუთარი მანქანებით გადაჰქონდათ, რადგან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ვერ უკავშირდებიან სასწრაფო დახმარებას. BBC წერს, რომ კომუნიკაციები დღეს დილით აღდგა, მაგრამ ღაზას ქალაქიდან ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია. გამოცემა ასევე, აღნიშნავს, რომ ძალიან რთულია ზოგიერთი ინფორმაციის გადამოწმება, ძალიან რთულია თვითმხილველების პოვნა ტერიტორიაზე. ჟურნალისტებს უჭირთ სანდო ინფორმაციის მიღება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია